გია ვოლსკი - ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როცა ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზეა საუბარი - ეს გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემაა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს

დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში, საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჩინეთში, სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს ეხებოდა, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა.

„საკითხი მნიშვნელოვანწილად ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მაგრამ ამავე დროს, რასაკვირველია ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს არის გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია