ანა დოლიძე - სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდეს თბილისის მერიის საქმიანობით

პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და შეამოწმოს თბილისის მერია.

„ის რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტობრივად არის დიაგნოზი „ქართული ოცნების” ხელისუფლების. ნეპოტიზმი, კორუფცია, ჩაწყობა, არაკომპეტენტურობა, ხალხის ინტერესების უგულებელყოფა, ყველაფერი ეს კარგად გამოიხატება იმ ზარალში, რომელიც წერეთლის გამზირის პროცესმა მოგვაყენა და განსაკუთრებით მიაყენა დიდუბის მაცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქ.თბილისის მერიაში არსებობს აუდიტის სამსახური, რომელიც არის მის დაქვემდებარებაში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის შემოწმებას. მოვითხოვთ და ვფიქრობ, რომ უპრიანია და ახლა სწორედ ის დროა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეასრულოს თავისი მოვალეობა და სკულპულოზურად, დეტალურად შეამოწმოს ქ.თბილისის მერია”, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია