დმიტრო კულება - 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი

2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი.

2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი მხარდაჭერით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს