ლევან დავითაშვილი - წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო.

„გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო. ამაზე ჩვენ გვქონდა პანელური დისკუსიებიც და შეხვედრებიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებთან, რა თქმა უნდა, ეს აქტუალობას არც 2024 წელს არ კარგავს და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. ეს იქნება აქტუალური საკითხი მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ წლებშიც. გვექნება არაერთი შეხვედრა და დიალოგი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეებთან. წლევანდელი დავოსის ფარგლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებითაც წამყვან მოთამაშეებთან ინტენსიური შეხვედრები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს