განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის ახალი ვიდეო გაკვეთილები მომზადდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამ ეტაპზე უწყებამ, განთავსების ობიექტების სხვადასხვა მიმართულების გამართულად ფუნქციონირებისთვის ვიდეო გაკვეთილები მოამზადა, რომელთა ნახვაც მსურველებს https://serviceajara.ge/ -ზე შეუძლიათ.

ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიდეო რგოლები განთავსების ობიექტების თანამშრომლების საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობისთვის საჭირო 10 ძირითად თემას ეხება. ესენია: სატელეფონო ეტიკეტი სასტუმროში, ჯავშანი, მიმღები განყოფილების ორგანიზება და ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობები, სტუმრის რეგისტრაცია (ჩექ ინ), გაწერის პროცედურა (ჩექ აუთ), მებარგული (ბელბოის სერვისი); ნომერში საკვებით მომსახურება (რუმ სერვისი), სასტუმროს ნომრის ინსპექტირება, დაკარგული ნივთები, შშმ პირთა მისაწვდომობა განთავსების ობიექტებში და მათი მომსახურების თავისებურებანი.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, გასულ წელს რეგიონში სერვისის ამაღლების მიზნით ტურისტულ სექტორში დასაქმებული 1000-მდე პირი გადაამზადა. გარდა ამისა, ორგანიზება გაუწია პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“, რომლის ფარგლებში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგმა, ბელგიელმა, ლატვიელმა შეფებმა, რესტორატორებმა თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ადგილობრივი შეფებისთვის კი სხვადასხვა კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს. ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას წელსაც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან