„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის „თამაშის“ ფინალი 18 იანვარს გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის თამაში რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალი 18 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.

„ფინალი ყველასთვის ერთ დროს დაიწყება და მასში მონაწილეობა როგორც გუნდებს, ისე დამოუკიდებელ მოთამაშეებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით აქვს შესრულებული. კითხვები ინტელექტუალური სახის იქნება. დამოუკიდებელ მოთამაშესთან, ორ-მოთამაშიან გუნდთან და სამ-მოთამაშიან გუნდთან სხვადასხვა სახის კითხვები გამოჩნდება. პასუხების ძებნაში კი მოთამაშეს ლოგიკა და ცოდნა დაეხმარება. ფინალში კი გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად გასცემს ყველა კითხვას სწორ პასუხს.

კითხვების რაოდენობა მოთამაშეების მიხედვით განსხვავებულია :

  • დამოუკიდებელ მოთამაშეს მოუწევს 30 კითხვას გასცეს პასუხი;
  • ორ - მოთამაშიან გუნდმა 45 კითხვას უნდა უპასუხოს;
  • სამ - მოთამაშიან გუნდს კი 60 კითხვა ექნება.

თამაშის საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და „საქართველოს ბანკისგან“ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, თითოეული გუნდის სახეობის მიხედვით, (სულ 18 ადამიანი) ფულად პრიზებს მიიღებენ.

მათ ვისაც, 12 კვირის განმავლობაში დაგროვილი მონეტები მარკეტში არ დაუხარჯავთ, მისი გადაცვლის შესაძლებლობა დახმარებებსა და შეცდომის შედეგად მიღებული დროითი შეზღუდვის მოხსნაში შეუძლიათ.

მონეტებს გადაცვლას მოთამაშე ასე შეძლებს:

  • პასუხის სწორად ჩათვლა -100 მონეტა
  • დროითი შეზღუდვის მოხსნა - 80 მონეტა
  • პირველი ასოს გახსნა -35 მონეტა
  • 50/50 არასწორი პასუხების გამორიცხვა - 40 მონეტა

ფინალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

რჩევებს კი, რომლებიც თამაშის ფინალში დაგეხმარება, შეგიძლიათ გაეცნო აქ., - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში