ენტონი ბლინკენი - ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს

ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ეფექტურ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას მოქმედება მხოლოდ ისრაელის მხარდაჭერითა და დახმარებით შეუძლია და არა მისი აქტიური წინააღმდეგობით. ყველაზე ეფექტურ ადმინისტრაციასაც კი ბევრი პრობლემა შეექმნება, თუ მას ისრაელის რომელიმე მთავრობა აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობს, მაგრამ ამას დამოუკიდებლად, ისრაელთან პარტნიორობის გარეშე, ვერ მოახერხებს.

„ახლა შეკითხვა მდგომარეობს იმაში, არის თუ არა მზად ისრაელის საზოგადოება ამ საკითხების გადასაჭრელად? არის თუ არა იგი მზად მსგავსი ფიქრისთვის?“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!