საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს, ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც დავით გურგენიძის მისალოც წერილშია აღნიშნული, მილოცვას უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი და სტუდენტები.

„ბატონო ირაკლი, მთელი გულითა და პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 70 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 24-ე წლისთავს. მილოცვას უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი და სტუდენტები. სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით, მრავალი წელია პროფესიონალ კადრებს ზრდით და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, მშენებლობის ექსპერტის რანგში, აქტიურად ხართ ჩართული მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელებაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტებთან ურთიერთობისა და სამშენებლო დარგის ახალგაზრდა სპეციალისტთა ფორმირების პროცესში. მრავალფეროვანია თქვენი, როგორც მკვლევრის ინტერესების სფერო და მიმართულებები, რაც მშენებლობის ტექნოლოგიის, საშენი მასალებისა და კონსტრუქციების სეისმომედეგობის კვლევის გარდა, მოიცავს ეკონომიკას, ტურიზმს, საქალაქო მართვას, ხელოვნებათმცოდნეობას და თავმოყრილია თქვენს კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ირაკლი, გისურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებებს!“, - აღნიშნულია დავით გურგენიძის მილოცვაში.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი და მკვლევარი ირაკლი ქვარაია 7 მონოგრაფიის, 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს