დმიტრო კულება - ჩვენ რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი - თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები, გადაიხადო

ჩვენ რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსში ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“როდესაც ზოგიერთი ექსპერტისა და მოაზროვნის არგუმენტები გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, უღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი მარტივია: რუსეთის გაყინული აქტივები გვჭირდება და არა გაყინული კონფლიქტი. სწორედ ასეთი უნდა იყოს წინ მიმავალი გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები ამისთვის გადაიხადო”, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამის გარკვევა ახლავე თუ არ მოხდება, მაშინ მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და გამწვავებების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მათი მოგვარების ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს