გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯების, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბაკურ აბულაძის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, დღევანდელი შეხვედრა კი ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

რიჩარდ ნეფიუმ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანტიკორუფციული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გააცნო და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს