სამანტა პაუერი - განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში , - ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა მოსაზრებების მოსმენა იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა შესაძლებელი სამაგალითო წარმატების მიღწევა.

„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნამდვილად მოუთმენლად ველი თქვენი მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეძელით ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა”, - განაცხადა სამანტა პაუერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა