ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი - უახლოეს თვეებში ლიბანში ომის დაწყების შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში იყო

უახლოეს თვეებში ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.

ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანში შეტევაზე სიმულაციური წვრთნების დროს სამხედროებთან საუბრისას ჰალევიმ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები “ლიბანში ბრძოლის მზადყოფნას ზრდის“.

„ღაზაში ბრძოლიდან ბევრი გაკვეთილი გვაქვს, ბევრი მათგანი ძალიან რელევანტურია ლიბანში ბრძოლისთვის, ზოგიერთს მორგება სჭირდება“, - დასძინა მან.

ამასთან, ჰალევიმ აღნიშნა, რომ ლიბანში ისრაელის მიზანი ნათელია.

“ლიბანში ძალიან ნათელი მიზნის მიღწევა გვსურს, რათა ჩრდილოეთში მაცხოვრებლები დავაბრუნოთ, ჩრდილოეთის ყველა დასახლებაში…

არ ვიცი ჩრდილოეთში ომი როდის [მოხდება]. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს თვეებში მისი დაწყების შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში.

შემიძლია გითხრათ, რომ ვფიქრობ, ჩვენ მას ძალიან ბევრი უპირატესობით დავიწყებთ”, - განაცხადა ჰალევიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი