თორნიკე შარაშენიძე - დასავლეთის მხრიდან საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება, სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში - თუ ახალი ვერაფერი მოიფიქრეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ომი კორეული სცენარით დასრულდება

ზელენსკი გუშინ საუბრობდა მშვიდობის ფორმულაზე, რაც 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე არარეალისტურია - დასავლეთის მხრიდან საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება, სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში , - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, აღნიშნულით ის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსში საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ურჩევდა, ვინაიდან, უფრო დიდი კრიზისი იქნება.

შარაძენიძის თქმით, ჩანს, რომ ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ დასავლეთში ბევრს იმედი გაუცრუვდა.

ამასთან, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ახლა შეტევაზე გადავა და დამატებით ტერიტორიას წაიღებს.

„სამწუხაროა, როგორც ჩანს, ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ დასავლეთში ბევრს იმედი გაუცრუვდა. ამ კონტრშეტევაში ძალიან ბევრი რესურსი იყო ჩადებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური ჯარისკაცების სახით, ასევე ჩადებული იყო ფინანსურ-ტექნიკური რესურსი დასავლეთის მხრიდან. დიდი მოლოდინი იყო.

არ მჯერა, რომ რუსები ახლა შეტევაზე გადავლენ და დამატებით ტერიტორიას წაიღებენ. ძალიან რთული იქნება ეს, გამოფიტვის ომია. ფაქტია, რომ რუსეთს მიტაცებული აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ უნდა დაიბრუნოს. გუშინ ზელენსკი საუბრობდა მშვიდობის ფორმულაზე, რომელიც გულისხმობს 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას, რაც ამ ეტაპზე არარეალისტურია. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება დიდ კონტრშეტევაში. თუ იგივე მოხდა, რაც ზაფხულში, რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი. სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში, კიდევ დიდი ფინანსურ-ტექნიკური დახმარება დასავლეთის მხრიდან. ეს თუ მოხდა და იგივე განმეორდა, რაც ზაფხულში, ახალი ვერაფერი მოიფიქრეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ომი კორეული სცენარით დასრულდება“,- აღნიშნა შარაშენიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს