ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინამ ოლქის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დღეს დილით ბელგოროდის ოლქში ათი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგები: ჩვენი მიმართულებით ათი რაკეტა გამოუშვეს, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ყველა წარმატებით ჩამოაგდო“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია რაიმე დაზიანების შესახებ, გარდა იმისა, რომ ბელგოროდის რაიონში, ერთ სახლში მინა ჩაიმსხვრა.

დღეს დილით ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. მოსახლეობას ურჩიეს, სახლებში დარჩენილიყვნენ და ფანჯრებს არ მიახლოებოდნენ. მოგვიანებით განგაში გაუქმდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს