ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

,,ავტოსადგომის გაფართოებით გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის მოწყობა, არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700 მდე გაიზარდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადgომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ“, - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია