მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოგზაურებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. დღეიდან უკვე ფუნქციონირებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, თვის ბოლომდე კი სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელსაც საერთაშორისო მოგზაური ქვეყანაში ჩამოსვლისას ხედავს და მნიშვნელოვანია, რომ მას დახვდეს მაქსიმალური სერვისი. გარდა ამისა, აღნიშნული აეროპორტით სარგებლობს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე და ასევე, მათ აუცილებლად მაღალი ხარისხით უნდა მოვემსახუროთ.

„ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმაზე, რომლის თანახმადაც ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება ევროპაში, არამედ, შეძლებს საუკეთესო საერთაშორისო მომსახურება შესთავაზოს მგზავრებს. შარშან ამ აეროპორტით დაახლოებით 1,7 მლნ მგზავრმა ისარგებლა და ველოდებით, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაქსიმალური კომფორტით დახვდნენ,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტში კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს ასევე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქანის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც მომავალში ქუთაისის აეროპორტს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღება - მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს