ნათია თურნავა - ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად არის შემცირებული, საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა რისკები მაინც არსებობს

ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე - „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს“.

„ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ ნათია თურნავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, პოლონეთის, ალბანეთის და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ვენაში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები საერთაშორისო ინვესტორებთან გამართა და მათ საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია