მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტომ 2 კომპანია დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფარმასს“ 4269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააკისრა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ცნობით, ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ შპს „ფარმასის“ და შპს „პიქსელ ტაჩის“ მხრიდან უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებები არ შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ ორივე კომპანიას - შპს „ფარმასს“ 4269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს