სერგეი ლავროვი - ბაქო მზად არის, ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს ხელი

ბაქო მზად არის ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს ხელი, ერევნის პოზიცია უცნობია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ დასავლელ კოლეგებს სურთ სამშვიდობო ხელშეკრულება მხოლოდ მათ ტერიტორიაზე გაფორმდეს, ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მზადაა ხელი მოაწეროს მას რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც, ფაქტობრივად, დაიწყო კონფლიქტის დასრულების მცდელობები. არ ვიცი რამდენად მზადაა ერევანი ამისთვის, თუმცა შესაბამისი სიგნალები დიდი ხანია გაიგზავნა სომხეთის დედაქალაქში“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ შეთანხმებების განხორციელება, რომელიც დაიდო რუსეთის შუამავლობით და კონფლიქტის მოგვარების პროცესს ხელს უშლის.

„სამწუხაროა, რომ დასავლური ეგოისტური მისწრაფებების ინტერესები ხელს უშლის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ფუნდამენტური ინტერესების განხორციელებას“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი