თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ელჩმა გერმანული გრანტით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.

უწყების განმარტებით, მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილის პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს