დავით ონოფრიშვილი - 2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა

2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023-ის წინასწარი შედეგები შეაჯამა.

მისივე თქმით, გასულ წელს გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება, აქტივები და კაპიტალი.

„ჩვენთვის ცნობილია 11 თვის ციფრები. მე-12 თვის პროგნოზი ჩვენით არის გაკეთებული და ალბათ, დიდად არ შეიცვლება, როცა ჩვენ საბოლოო მონაცემებს წარმოვადგენთ სავარაუდოდ, მარტის ბოლოს.

პირველად მოხდა, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიებმა შემოსავლებმა, ჯამურად 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წელს იყო 910 მლნ ლარი, 2023 წელს ჩვენი საპროგნოზო მონაცემებით ეს იქნება 1 მლრდ 50 მლნ ლარი. ეს რეალურად გვიჩვენებს, რომ ბაზარი გაიზარდა, კომპანიების შემოსავლები გაიზარდა.

ასევე, გაიზარდა წმინდა მოგება, ესეც საპროგნოზო იქნება. 2022 წელს იყო 39 მლნ ლარი, 2023 წელს სავარაუდოდ, 70 მლნ ლარამდე იქნება წმინდა მოგება კომპანიების.

სადაზღვევო მოგებაც ასევე, 2023 წელს სავარაუდოდ, 250 მლნ ლარი იქნება. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივები და კაპიტალი,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს