წამების პრევენციის კომიტეტი ხელისუფლებას კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირების რეკომენდაციას აძლევს

ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმის გამო, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს და ასევე პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობის გამო, - ამის შესახებ „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ გამოქვეყნდა და რომელშიც მათ შორის „ვივამედში“, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პირობებია შეფასებული.

„ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს მიიღოს ინფორმაცია პაციენტი С-ს პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს