რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რელიგიის სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 2024 წელს, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 ლარიდან, საქართველოს ისლამურ თემს - 3 350 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 1 000 000 ლარი, საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 650 000 ლარი, ხოლო საქართველოს იუდეურ თემს - 500 000 ლარი გაუნაწილდათ.

როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

„რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მოამზადა რეკომენდაცია N 1/7. 11.01.2024 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს კანონით „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მიმდინარე წელს, რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 3 350 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს იუდეური თემი - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი", - აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია