ლაშა ტუღუში - ორ სკამზე ვერ დაჯდები - სიტყვები და მოქმედებები უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ორმოში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსვლას ვერ მოვასწრებთ

მომავალში უფრო სწორი იქნება ურთიერთობებს, რომელიც შეიძლება რაციონალურად გვჭირდება, არ დავარქვათ ისეთი სახელი, რაც კითხვებს გააჩენს დასავლეთში, ამიტომ სიტყვები და მოქმედებები უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ორმოში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსვლას ვერ მოვასწრებთ , - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, სახიფათო დროს, ისეთ ქვეყანასთან, როგორც ჩინეთია, ქვეყანას ნათელი და მკაფიო ინტერესები უნდა ჰქონდეს.

„ორ სკამზე ვერ დაჯდები, ან დასავლეთში ხარ, ან ბოროტების ღერძს მიეკუთვნები, ამიტომ ეს ყველაფერი არ არის უხიფათო. მგონი, ჩვენ შეგვეძლო და მომავალშიც უფრო სწორი იქნება ამ ურთიერთობებს, რომელიც შეიძლება რაციონალურად გვჭირდება, არ დავარქვათ ისეთი სახელი, რაც კითხვებს გააჩენს დასავლეთში. ამიტომ სიტყვები და მოქმედებებიც უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ შემდეგ ორმოში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსვლას ვერ მოვასწებთ.

ასეთ სახიფათო დროს, ისეთ ქვეყანასთან, როგორც ჩინეთია, რომელიც დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგედ აღიქმება, ძალიან ახლოს არ უნდა მიხვიდე, მით უმეტეს, თუ გინდა, რომ დასავლეთის სრულფასოვანი ნაწილი გახდე. დღეს არის პროცესი, როდესაც წამმზომია ჩართული. ნათელი და მკაფიო უნდა იყოს ინტერესები, რომელიც შენი გეოგრაფიიდან გამომდინარე გაგაჩნია, ჩემი აზრით, ეს არ დევს ჩინეთთან პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, - აცხადებს ტუღუში.

ამასთან, მან სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდერ ვუჩიჩის განცხადებებიც შეაფასა ჩინეთთან ურთიერთობების კონტექსტში და აღნიშნა, რომ სერბეთის პრეზიდენტი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა.

მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩინეთთან ურთიერთობაში შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა.

„სერბეთის პრეზიდენტი ბოლოს იმით გამოირჩევა, რომ მისი თქმით, პუტინი მისი მეგობარია. ეს არის ცნობილი ამბავი. ამასთან, სერბეთი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ის მოიაზრება ევროპის ნაწილად. სერბეთს განსაკუთრებული სენტიმენტები აქვს რუსეთის მიმართ, ბევრი რამის გამო, რომელიც დიდი ხნის ისტორიაა. ევროკავშირსაც აქვს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე აშშ-საც. ჩინეთის ექსპორტის ნახევარი მოდის აშშ-ზე. საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა და მისთვის ადვილია დაკარგოს აშშ-ს ინტერესი. არ არის დიდი და ძლიერი ქვეყანა. პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავის უპირატესობები აქვს თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე. ძალიან საშიში თამაშია, როდესაც ასეთი მყიფეა ურთიერთობები. როდესაც საქართველო ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები სტრატეგიულ დონემდე აწიეს, ასეთი ურთიერთობა არა მხოლოდ ეკონომიკას და ტვირთების გადაზიდვას გულისხმობს, ის გულისხმობს ურთიერთობებს უსაფრთხოების სფეროშიც და პოლიტიკის სფეროშიც“, - განაცხადა ტუღუშმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო