ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღეთ მონაწილეობა პანელზე, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც წარმოაჩინეს საქართველოს წარმატების მაგალითი

ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ეფექტური ნაბიჯები გადადგა სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, რამდენიმე დღის წინ სამანტა პაუერისგან პირადად მიიღო მოწვევა აღნიშნულ პანელზე.

„რამდენიმე დღის წინ, მივიღე მოწვევა, პირადად ქალბატონი სამანტა პაუერის მხრიდან. მისი თხოვნით მივიღე მონაწილეობა ამ პანელზე. ეს საკითხი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ან ამერიკისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან, ეხება ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მათ ჯანმრთელობას.

ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პანელზე, რომელიც USAID-ის ადმინისტრატორის, პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული. პანელზე წარმოაჩინეს საქართველოს წარმატების მაგალითი, იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ეფექტური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირების მიმართულებით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი წარმატება და ჩვენი პროგრესი", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა