შოთა თუთბერიძე - რატი ბრეგაძეს შეუძლია სააკაშვილი „გულაგში“ გაგზავნოს, მაგრამ სამედიცინო სურათი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა - რაც შეეხება წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს, არ მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებენ

არ მაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს გაითვალისწინებს, დარღვევების გამოსწორების პოლიტიკური ნება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოვლენილი დარღვევები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

„მე არ ველოდები, რომ საქართველოს მთავრობა რაიმეს შეცვლის, თუ ისინი იძულებულები იქნებიან, რომ ეს გააკეთონ. პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა შეიცვლება. მთავრობისთვის და ყველა გონიერისთვის ცხადია, რომ ეს დარღვევები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს, თუმცა ამ დარღვევების გამოსწორების პოლიტიკური ნება არ არსებობს. მე იმედი მაქვს, თუმცა, არ მაქვს მოლოდინი, რომ წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს გაითვალისწინებს მთავრობა და გამოასწორებს“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

გარდა აღნიშნული საკითხისა, მან მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი სააკაშვილის კლინიკაში გაწერის რეკომენდაციას არ იძლევა, თუმცა განმარტავს, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ბრეგაძის პოზიცია გადამწყვეტია იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა მოიხადოს სასჯელი პოლიტპატიმარმა სააკაშვილმა“.

ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრს შეუძლია „სააკაშვილი პირდაპირ გულაგში, ციმბირში გააგზავნოს“.

„ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი გახდეს, რომ სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ არსებობდეს. არ ველოდები, რომ ეს მალე მოხდება. მათ შორის, სააკაშვილის მკურნალი ექიმებიც არ იძლევიან ამგვარ რეკომენდაციას. ვერ ხედავენ, უახლოეს მომავალში კლინიკიდან გაწერის საფუძველს. თეორიულად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ბრეგაძის პოზიცია გადამწყვეტია იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა მოიხადოს სასჯელი პოლიტპატიმარმა სააკაშვილმა, იმსახურებს თუ არა მკურნალობას. მას შეუძლია სააკაშვილი პირდაპირ გულაგში, ციმბირში გააგზავნოს. სამედიცინო თვალსაზრისით, სამედიცინო სურათი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა“,- აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ გარკვეული სიმპტომატური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, რაც ყოველდღიური მკურნალობის შედეგია.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე ცუდი იყო, მცირედი გაუმჯობესება, სიმპტომატური სახეზეა, თუმცა, რაიმე არსებითი გაუმჯობესება, პროგრესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ამ დრომდე არ გვაქვს. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების რეკომენდაციასაც კი ვერ ვიღებთ კლინიკიდან, რომელიც სასამართლოდან 1 კილომეტრში მდებარეობს. ის, რომ გარკვეული სიმპტომატური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა ყოველდღიური მკურნალობის შედეგია, ძირითადი პათოლოგიების მკურნალობაში წინსვლა არ გვაქვს“,-აღნიშნა ადვოკატმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის