ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი კომპრომისზე არ წავა - სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად, „ჰამასზე“ სრული გამარჯვება

გამარჯვებას კიდევ თვეები დასჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს მას მივაღწიოთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუმ უარყო იდეა, რომ ისრაელს გამარჯვების მიღწევა არ შეუძლია, რომელიც, მისი თქმით, ისრაელის მედიაში ტრიალებს და აღნიშნა, რომ მთავრობა “კომპრომისზე არ წავა რამე ნაკლებზე, ვიდრე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება”.

“სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად - არა უბრალოდ დავარტყათ „ჰამასს“, არა უბრალოდ დავაზიანოთ „ჰამასი“, არა მორიგი რაუნდი „ჰამასთან“. „ჰამასზე“ სრული გამარჯვება.

სრული ძალით გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ - ყველა მძევლის დაბრუნებას - და ვიმეორებ, მხოლოდ სამხედრო ზეწოლას შეუძლია მიგვიყვანოს მათ გათავისუფლებამდე, „ჰამასის“ განადგურებამდე, იმაში დარწმუნებამდე, რომ ღაზა ისრაელისთვის აღარასდროს შექმნის საფრთხეს. იქ არ იქნება არანაირი პარტია, რომელიც ტერორისთვის იძლევა განათლებას, ტერორს აფინანსებს, ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტებს აგზავნის”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე ომის გაჩერება “ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში ავნებს” და ისრაელის მტრებისთვის სისუსტის სიგნალი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს