ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული დრონი გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ­ნიშნად, წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოცადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბირთვული წყალქვეშა დრონის, "Haeil-5-23"-ის გამოცდა, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში განხორციელდა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო წვრთნები აღმაშფოთებელია და კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

„ჩვენი არმიის სხვადასხვა საზღვაო და წყალქვეშა საპასუხო ქმედებები გაგრძელდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო ძალების მტრული სამხედრო მანევრების შეკავების მიზნით", - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, სამი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამდღიანი რეგულარული წვრთნები გამართეს. წვრთნები ფხენიანის მხრიდან მზარდ ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს