ჩენ ძინგი ირაკლი კობახიძეს - ჩინეთს და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად

“ქართული ოცნების” დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრა გამართა.

პარტიის ინფორმაციით, ჩენ ძინგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკით. ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად“,- განაცხადა ჩენ ძინგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს