ცხინვალში ე.წ. საჯარო მოხელე „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და არკვევენ, რატომ იმყოფებოდა ის საქართველოში

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაძიში დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

„საზღვრის დამრღვევი საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და მიიღებენ გადაწყვეტილება, დააკისრონ თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, - წერს მედია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლებაში“ ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება