„ჰუსიტები“ ჩინურ და რუსულ გემებს წითელ ზღვაში უსაფრთხოდ გავლას ჰპირდებიან

„ჰუსიტების“ წარმომადგენლის, მუჰამედ ალ-ბაჰიტის განცხადებით, წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, მათ გემებს რეგიონში არაფერი ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მათი გემების გავლის უსაფრთხოება წითელ ზღვაში“, - განაცხადა მან გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, „ჰუსიტებმა“ პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმები დაიწყეს. საპასუხოდ, 12 იანვრის ღამეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენის რამდენიმე ქალაქში „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყეს.

დაჯგუფება იმუქრება, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე ღაზაში „ისრაელის აგრესია“ არ შეწყდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი