სერგეი ლავროვი - აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის

აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარებულიყო თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის. შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომელშიც სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე მტკიცებით, „3+3 ფორმატი“ თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან.

„მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში ეს კონკრეტული ფორმატი პერსპექტიული იქნება, რადგან ის არ არის დამოკიდებული არც ერთ გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე და თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან, რომელსაც ვაშინგტონი ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად ავითარებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა