პაატა მანჯგალაძე - 60%-იანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მაშინაც კი არ მიუღია, როცა ყველგან ივანიშვილი იყო და სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი

ღარიბაშვილი 2014 წელს ამბობდა, ოპოზიცია გამქრალია რადარებიდან, დავასრულებთო და 2024 წელს იმავეს ამბობს. ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ „ერთმანეთს ამხნევებენ, ბიძინა მოვიდა და გადავრჩებითო“.

„ძალიან მძიმე დღეში არიან, ერთმანეთს უმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, 60 პროცენტი გვაქვსო. არც ერთ კვლევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, ასეთი რამ არ ჩანს. მარგველაშვილის არჩევის მერე არ უჩვენებია „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი, მარგველაშვილსაც კი არ აუღია 60 პროცენტი. მაშინ, როცა ყველგან ივანიშვილი იყო და სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი, მაშინ არ მიუღია ამხელა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“. ახლა ყველამ ვიცით, რაც არის „ქართული ოცნება“, ხალხმა ვერაფერი ხეირი და სარგებელი მისგან ვერ ნახა, რომ შევხვდებით ქუჩაში მთავარი კითხვა არის, როდის მოშორდებიან აქედან. ოპოზიციის გეგმა არის, ხალხის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული კამპანია, მეტი სიახლოვე ადამიანთან, კაბინეტიდან და პარკეტიდან არჩევნებს ვერ მოიგებ, ამას სჭირდება ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და დარწმუნებულო ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც აგვიწყობენ ფეხს ამ პროცესში,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა. პრემიერმა ოპოზიციას "ხელმოცარული" უწოდა და განაცხადა, რომ მათი "უსუსური მცდელობაა" , რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვის რა წარსული აქვს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის