დეკანოზი იოანე გორელიშვილი - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს

დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს.

„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და წყლის კურთხევის წესი ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს