ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ - მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველაფერი შოკოლადში არ იქნება

ნატო-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, - მედიის ინფორმაციით, ეს მოსაზრება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.

“უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ”, - აღნიშნა ბაუერმა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რომელიც მოითხოვს მათ ცხოვრებაში დიდ ცვლილებას.

ბაუერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დაწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის.

“უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში”, - აღნიშნა ბაუერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს