შალვა პაპუაშვილი - წლებია მიდის მუშაობა და ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, მონტაჟდება კიდეც - რაც შეეხება შოვის ტრაგედიისას დაზარალებულების სტატუსს, პროკურატურის საკითხია

ეს არის საკითხი, რაზეც წლებია მიდის მუშაობა, იმ ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, მიდის დამონტაჟებაც, ახლახან, თუ არ ვცდები, ასეთი სისტემები სვანეთში თუ ლეჩხუმში დამონტაჟდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება შოვის ტრაგედიისას დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭებას, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს საკითხი პროკურატურას ეხება.

„როცა გარემოს დაცვის მინისტრი [პარლამენტში] „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა, ამ საკითხებზე საუბარი იყო, თუ რას აკეთებს სახელმწიფო სხვადასხვა წინასწარი შეტყობინების სისტემების, როგორც კონცეფციის განვითარებაზე, ასევე მის განხორციელებაზე. ეს არის საკითხი, რაზეც წლებია მიდის მუშაობა, იმ ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, მიდის დამონტაჟებაც, ახლახან, თუ არ ვცდები, ასეთი სისტემები სვანეთში თუ ლეჩხუმში დამონტაჟდა, ასევე სხვადასხვა სახის სპეციალური რადარები, რომელიც სხვადასხვა ასეთ მოვლენებზე ინფორმაციას იძლევა. სახელმწიფო ზუსტადაც, რომ ამას აკეთებს. რაც შეეხება დაზარალებულების სტატუსს, სამართლებრივი საკითხია, ამიტომ ამას ვერ ვუპასუხებ, პროკურატურის საკითხია, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ კომპენსაციები გაიცა დაზარალებულების მიმართ, ეს რაც შეეხება არა სისხლისსამართლებრივ ნაწილს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულებზე ზრუნვას. რაც შეეხება თვითონ სისხლის სამართლებრივ საქმეს, გამოძიების პროცესში დაზარალებულის იურიდიულ სტატუსს, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას უნდა ჰკითხოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის