ნიკოლ ფაშინიანი - ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ

ერევანი და ბაქო ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ ორმხრივ გარანტიებს ითხოვენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენ აზერბაიჯანისგან გარანტიებს ველით და მზად ვართ, მათ გარანტიები მივცეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია.

„ჩვენ აზერბაიჯანისგან დამატებითი ორმხრივი გარანტიები გვსურს, აზერბაიჯანს კი ჩვენგან, რომ არც ჩვენ და არც მათ ერთმანეთის მიმართ რაიმე ფარული ტერიტორიული პრეტენზიები არ გვაქვს. ეს სამუშაო პროცესია, რომელიც მსგავსად უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს