ისრაელის პრემიერის ადმინისტრაცია - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აქვეყნებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არ გამორიცხა.

„გუშინ საღამოს, პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ წლების განმავლობაში მისი მყარი პოზიცია გაიმეორა, რომელიც მან წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. „ჰამასის“ ლიკვიდაციის შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი ისრაელმა უნდა აიღოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ღაზა ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის და ეს პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგებოდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან