რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს მასშტაბური წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის

ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

„ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს და კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციას. მაგრამ, ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვებთ მათ, ვინც ნატო-ს ხელმძღვანელობს, მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ ამერიკული გავლენის ეს ინსტრუმენტი მსოფლიოში, უკვე წაგებულ ბრძოლაში, დასავლური ჰეგემონიის გასაგრძელებლად“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთს „ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით“ ვერ შეაშინებენ და მოსკოვს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი აქვს.

შეგახსენებთ, ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს