კირილ ბუდანოვი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებზე - რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ - რუსეთის ძლევამოსილების შესახებ ლეგენდა საპნის ბუშტია

უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად იმ შეშფოთებისა, რასაც უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები რუსეთის შესაძლო პასუხთან დაკავშირებით გამოხატავენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას, შესაძლოა რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს.

"ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას უახლოეს მომავალში. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი უკრაინისთვის რთული იქნება. ამავე დროს, ის პროგნოზირებს, რომ უკრაინა კვლავ შეძლებს ვლადიმერ პუტინის შეკავებას და რომ ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ „რუსეთის ძლევამოსილების შესახებ მთელი ლეგენდა საპნის ბუშტია“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს