იაგო ხვიჩია - სინამდვილეში „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი

მგონი, ანტიჩინურ განწყობას თვითონ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან ჩხუბისთვის იყენებს,- ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომლის თქმით, ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავისი შეცდომების გამო, შინაარსობრივად პრორუსულია, მაგრამ ხელისუფლებას სინამდვილეში, არავინ ადარდებს.

„სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან პროხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი. გინდ პროჩინელი იქნება, გინდ პროამერიკელი, გინდ პროსომეხი, გინდ პროაზერბაიჯანელი და პრობრაზილიელი. „ქართული ოცნებისთვის“ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დავაბრალო მათ პროჩინელობა, ისეთივე უსამართლობა მგონია, როგორც პრორუსობა. შინაარსობრივად კი გამოსდით პრორუსობა ნებისმიერ შეცდომას რასაც უშვებენ, მაგრამ შინაარსობრივად, რუსეთიც ხომ ფეხებზე ჰკიდიათ, ჩინეთიც და ყველაფერი. მათ მარტო საკუთარი ლიდერი აინტერესებთ, ის არ გაბრაზდეს, ცუდად არ შემომხედოს, ცუდად არ იფიქროს და რაც გინდა იფიქროს, ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. არ ვიცი ჩინეთთან რა ურთიერთობები გვაქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

„აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს, ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, მათ შორის ანტიჩინური განწყობების მცდელობაა. ამაზეც ვისაუბრე, რომ განსაკუთრებით გამორჩეულია ქალბატონი თინა ხიდაშელი, NGO-ს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია,რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგები არის რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

იაგო ხვიჩია - სინამდვილეში „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი

მგონი, ანტიჩინურ განწყობას თვითონ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან ჩხუბისთვის იყენებს,- ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომლის თქმით, ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავისი შეცდომების გამო, შინაარსობრივად პრორუსულია, მაგრამ ხელისუფლებას სინამდვილეში, არავინ ადარდებს.

„სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან პროხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი. გინდ პროჩინელი იქნება, გინდ პროამერიკელი, გინდ პროსომეხი, გინდ პროაზერბაიჯანელი და პრობრაზილიელი. „ქართული ოცნებისთვის“ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დავაბრალო მათ პროჩინელობა, ისეთივე უსამართლობა მგონია, როგორც პრორუსობა. შინაარსობრივად კი გამოსდით პრორუსობა ნებისმიერ შეცდომას რასაც უშვებენ, მაგრამ შინაარსობრივად, რუსეთიც ხომ ფეხებზე ჰკიდიათ, ჩინეთიც და ყველაფერი. მათ მარტო საკუთარი ლიდერი აინტერესებთ, ის არ გაბრაზდეს, ცუდად არ შემომხედოს, ცუდად არ იფიქროს და რაც გინდა იფიქროს, ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. არ ვიცი ჩინეთთან რა ურთიერთობები გვაქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

„აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს, ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, მათ შორის ანტიჩინური განწყობების მცდელობაა. ამაზეც ვისაუბრე, რომ განსაკუთრებით გამორჩეულია ქალბატონი თინა ხიდაშელი, NGO-ს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია,რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგები არის რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის