რატი იონათამიშვილი - ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია - საქართველო ხდება მიმზიდველი როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, არამედ ამ ფაქტს, დიდ მნიშვნელობას საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც ანიჭებენ.

მისივე თქმით, საქართველო ხდება მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, შუა დერეფნის ჭრილში, აზიასა და ევროპის დაკავშირების თვალსაზრისით.

„ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, არამედ აი, ამ ფაქტს, დიდ მნიშვნელობას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ანიჭებენ, ვინაიდან, საქართველო ხდება მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ზუსტად შუა დერეფნის ჭრილში, აზიასა და ევროპის დაკავშირების თვალსაზრისით. ამის ფონზე, ასეთი ადამიანების გააქტიურება და მით უმეტეს, თუ ისინი ფინანსდებიან ტაივანისგან, ცხადია, ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელზეც ვალდებულები არიან ისინი გამოვიდნენ და შესაბამისი განმარტებები გააკეთონ, მაგრამ როდესაც იმალებიან და განცხადებებს არ აკეთებენ, როგორც ჩანს, ეს ძალიან სტკივათ და აწუხებთ მათ, ეს შემთხვევითი არ არის, რასაკვირველია. შესაბამისად, ამ ყველაფერზე უკვე სწორ დასკვნებს ჩვენი საზოგადოება ძალიან მარტივად და ობიექტურად გააკეთებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს