წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ:

„ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;

ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;

ავტობუსი N333 „თბილისი მოლის“ მიმართულებით, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“, რის შემდეგაც დაუკავშირდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას შეცვლილი განრიგით იმოძრავებს მეტრო „სარაჯიშვილისკენ“ და გურამიშვილის გამზირით დაუკავშირდება ცოტნე დადიანის ქუჩას, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით;

ავტობუსი N386 სადგურის მოედნისკენ გადაადგილებისას, დავით გურამიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ცოტნე დადიანის ქუჩისკენ და ფიროსმანის ქუჩით დაუკავშირდება სადგურის მოედანს. უკუმიმართულებისას ცოტნე დადიანის ქუჩით დაუკავშირდება გურამიშვილის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. მიკროავტობუსი N550 ვარკეთილის დასახლებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია