ირაკლი კობახიძე - ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან და როდესაც საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, ეს რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციაა

საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ბუნებრივად, გეოგრაფიულად ვაკავშირებთ ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ანაკლიის პორტის განვითარება, სხვადასხვა პროექტები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან და როდესაც საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას აღიზიანებს ყველა ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან და ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივებთან.

„ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მთლიანობას. ანალოგიურად ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ჩინეთი არის ძალიან ბევრი თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყანა, მოდერნიზაციის თვალსაზრისით, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით. არცერთ სხვა დიდ სახელმწიფოს ალბათ ამ მასშტაბის პროგრესი არ განუცდია უკანასკნელი წლების განმავლობაში.შარშან ჩინეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისებრივად სხვა ეტაპზე გადავიდა, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ თვისებრივად ღრმავდება პარტნიორობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ვიზიტიც ემსახურება ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური განზომილება ჩვენი პარტნიორობის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა.ჩინეთს აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთანაც კი. ასეთ დროს, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციაა და მეტი არაფერი. მე არ მგონია, მათ ამდენი ცოდნა არ ჰქონდეთ საგარეო პოლიტიკის, რომ ასეთი შეფასებები არ გააკეთონ. უბრალოდ ეს არის მორიგი მავნებლობა მათი მხრიდან. მათ აღიზიანებთ ყველა ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან და ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედთან".

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით