2023 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის სურვილი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, მათგან 2500-ზე მეტი კი გადამზადდა

2023 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის სურვილი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, მათგან 2500-ზე მეტი კი გადამზადდა.

რაც შეეხება ბოლო ხუთი წლის მონაცემებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გასული 5 წლის განმავლობაში, პროგრამაში15 000-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა, 9000-ზე მეტი მოქალაქე კი გადამზადდა.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია.

ცნობისთვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა. პროექტის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების თბილისის შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიულ სპეციალობებში მოკლევადიანი კურსების მეშვეობით მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამაში ჩართვა შეუძლია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, რომელთა მინიმალური ასაკი 18 წელია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება