გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოზიტიური ურთიერთობების ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი განზრახ გააჩინეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი განზრახ გააჩინეს.

მისივე თქმით, სოხუმში ბოლო პერიოდში პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა და შესაძლოა, ხანძრის გაჩენა სწორედ ამას უკავშირდება.

„მაპატიოს ჩემმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ეს არის ნეგატიური განზრახ დაგეგმილი გადაწყვეტილება. კულტურის სამინისტრო აქ არაფერ შუაშია, მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური თემაა. მე ხშირი ურთიერთობა მაქვს სოხუმთან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პოზიტიურისკენ. სწორედ აი, ამას უპირისპირდება ჩემი აზრით, ის ხანძარი, რომელიც ამ გამოფენაზე მოხდა. შეიძლება შემთხვევითაც მოხდა, მაგრამ მე უფრო მიდრეკილი ვარ იმისკენ, რომ ნეგატიურზე ვიფიქრო, ვინაიდან პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა ბოლო პერიოდში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს