ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის შეჩერებაში, ეს მოგვიანებით უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან რუსეთი არ გაჩერდება

თვალები უნდა გავახილოთ და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში - მისი შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, თუ მას აქტიურად შეაჩერებენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა, ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდებათ.

„უკრაინელები მზად არიან, იბრძოლონ. უკრაინელებს სჭირდებათ ჩვენი დასავლური, განუყოფელი მხარდაჭერა - ევროკავშირის მხარდაჭერა. ასე რომ, ჩვენ საბოლოოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვექნება უკრაინის დაფინანსება მომავალი წლებისთვის, რათა მათ თავიანთი მთავრობის შენარჩუნება შეძლონ. ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ მივაწოდებთ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელიც მათ სჭირდებათ ამ ამოცანის შესასრულებლად“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თუ დასავლეთი უკრაინას მხარს არ დაუჭერს, მას მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება, რადგან რუსეთი არ შეჩერდება.

„მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, რომ სჯობს, ეს ფული სხვაგან დაიხარჯოს, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა: მომავალში უფრო ძვირი დაჯდება. თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის შეჩერებაში, ეს მოგვიანებით უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან რუსეთი არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია