თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. დედაქალაქის მერიის ცნობით, N64 ბაგა-ბაღი, რომელიც სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

„სამშენებლო სამუშაოები სულ რამდენიმე დღის დამთავრებულია და 500-მდე ბავშვის მიღება შეუძლია ახალ საბავშვო ბაღს. ხედავთ როგორი სტანდარტებით არის მოწყობილი, როგორი გარემოა და ძალიან მიხარია, რომ ეს ინფრასტრუქტურა წესრიგდება. გვინდა როგორც ახალი ბაღები ავაშენოთ, ასევე არსებულ ბაგა-ბაღებში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, მთლიანად რეაბილიტირდეს ინფრასტრუქტურა. პატარები და მათი მშობლები გახარებულები არიან. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო დირექციას, მასწავლებლებს და წამრმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა თბილისის მერთან ერთად დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა და თბილისის საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ.

„ახალი ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები. ბაღს ასევე აქვს გამწვანებული, დაცული ეზო, თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები და სათამაშო მოედნები.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. აფრიკის დასახლებაში აქამდე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. ახალ ბაღში უკვე 400-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა