მერაბ ტურავა სასამართლო რეფორმაზე - კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი, რომელსაც როგორც უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ

კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი, სხვათა შორის, ამ ცვლილებებს როგორც უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ, - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა სასამართლო რეფორმის საკითხებს.

როგორც ტურავამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებია შეტანილი, რაც განხილვის პროცესშია.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმის საკითხებს, იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები გვაქვს, ასევე ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ მიიღო რამდენიმე დასკვნა, ასევე ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი, სხვათა შორის, ამ ცვლილებებს როგორც უცხოელები, ასევე ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ. ვენეციის კომისიის დასკვნის ყველა დებულება ასახულია თუ არა ჩვენს კანონმდებლობაში, ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს მსჯელობა, რადგან ჩვენს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე სარჩელებია შემოტანილი, რაც განხილვის პროცესშია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, კანონმდებლობა ასახავს იმ რეკომენდაციებს, რაც ასახული არ არის, აისახება, რომელიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნებში“, - განაცხადა ტურავამ.

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა ტემპით, ის პასუხობს, რომ ცვლილებები დროსა და ენერგიას მოითხოვს.

„რაც შეეხება ტემპს, მოგეხსენებათ, ნებისმიერ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გარკვეული კონსენსუსი სჭირდება, ამ კონსენსუსის მიღწევა ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში პრობლემატურია იმდენად, რამდენადაც კანონმდებლობაში ცვლილებები ერთი ადამიანის, ერთი პატარა ჯგუფის მიერ არ მიიღება. კანონმდებლობაში ცვლილებები ეს არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი, საპარლამენტო უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ნება არ იქნება, ისე კანონმდებლობა ვერ შეიცვლება და ეს ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ დროს, ენერგიას. ვფიქრობ, დიდი ცვლილებები და კარგი ცვლილებები იქნა შეტანილი ბოლო წლების მანძილზე, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ეს უცხოელი ექსპერტების, ქვეყნის შიგნით ექსპერტების აზრიცაა და თუ რამე ცვლილებაა კიდევ დამატებით შესატანი კანონმდებლობაში, ვფიქრობ, მმართველი პოლიტიკური ძალა შეიტანს და თუ რამე არაკონსტიტუციურად და არასწორად იქნება კანონმდებლობაში ფორმულირებული, ჩამოყალიბებული, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი არსებობს“, - განაცხადა ტურავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს