დონალდ ტუსკი - პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ - უკრაინელებო, თქვენ მარტო არ ხართ!

პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს.

„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, უკრაინა ომში მარტო არ არის.

„თქვენ მარტო არ ხართ, ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტუსკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.

„დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა“, - თქვა ტუსკმა.

დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს